თბილისში Open Air 2016-ის ფარგლებში UNKLE, AIR, MORCHEEBA, DAMIEN RICE და MOODYMANN ჩამოდიან

Open Air 2016-ის ჰედლაინერები ცნობილია.

მუსიკალური ფესტივალის მთავარი ჰედლაინერები UNKLE, AIR და DAMIEN RICE იქნებიან.

მათ გარდა თბილისი ისეთ ბენდებსა და შემსრულებლებს უმასპინძლებს, როგორიცაა MORCHEEBA, STEVE VAI და MOODYMANN. ქვეყნის მუსიკალურ ისტორიაში უმნიშვნელოვანესი

ლაინაფის მქონე ფესტივალი ლისის ტბიდან ორ კილომეტრში, ახალი იპოდრომის საზღვარზე ჩატარდება.

ფესტივალი 29, 30 და 31 ივლისს გაიმართება.

ორგანიზატორთა ინფორმაციით, 16 მაისამდე დღიური ბილეთი 35 ლარი, აბონემენტი 80 ლარი ეღირება, ხოლო ფესტივალის დასრულებამდე ბილეთი 50, აბონემენტი 120 ლარი.

TBILISI OPEN AIR-ის სალაროები 14აპრილიდან იხსნება სპორტის სასახლესთან, ასევე ონლაინ

მისამართზე: tbilisiopenair.ge.