ხეთაგუროვის ქუჩაზე დღეს საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

საგზაო სამუშაოების გამო, ხეთაგუროვის ქუჩაზე (წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მიმდებარედ) 13 აპრილს, 15:00-დან 19:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, აღნიშნულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს ასფალტის დაზიანებული საფარის დემონტაჟი. მოძრაობა ხეთაგუროვის ქუჩაზე სრულად აღდგება 19:00 საათზე.