"სარაჯიშვილის" კონიაკი ექსპორტზე მსოფლიოს 20 ქვეყანაში გადის

გადაცემა "ბიზნესპერსონაში" კომპანია "სარაჯიშვილის" აღმასრულებელმა დირექტორმა ზურაბ ბუბუტეიშვილმა კონიაკის საექსპორტო ბაზრებზე ისაუბრა. მისი თქმით, 2006 წლამდე პროდუქცია მხოლოდ რუსეთსა და უკრაინაში გადიოდა. ამჟამად კი "სარაჯიშვილი" ექსპორტზე მსოფლიოს 20 ქვეყანაში გადის. 2006 წელს რუსეთის მიერ დაწესებულ ემბარგოს კომპანიამ რებრენდინგით და ბაზრების დივერსიფიკაციით უპასუხა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე