ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციის ბრალდებით ორი მოქალაქე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს

სამართალდამცველებმა ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში ორი მოქალაქე მისცეს.

როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფალსიფიკაციის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მოქალაქეები კახა ღურწკაია და მაკა შარია მისცა.

”გამოძიების მიერ დადგინდა, რომ ბრალდებულები, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ყოველგვარი ტექნოლოგიური პროცესების დაცვის გარეშე, ახდენდნენ ქართული კონიაკების, „სარაჯიშვილისა“ და „თბილისურის“ ფალსიფიკაციას, ბოთლებზე აკრავდნენ მეორად აქციზურ მარკებს და ასაღებდნენ ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ალკოჰოლურ სასმელს შეცვლილი აქვს თვისობრიობა და არის ფალსიფიცირებული”, - ნათქვამია განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 197-ე და მე-2002 მუხლით მიმდინაროებს, რაც სასჯელის სახით 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.