ჰოლანდიური პომიდვრები მუხრანში

სოფელ მუხრანში ნახევარ ჰექტარ მიწის ფართობზე ვალერი ბიჭაშვილმა სასათბურე მეურნეობა გამართა.

მას დღეისათვის ორი ჰოლანდიური ჯიშის პომიდორი მოჰყავს. პროდუქცია ამ ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე იყიდება.

ახლო მომავალში მეწარმე სასათბურე სისტემის გაფართოებასა და სარეალიზაციო ბაზრის გაზრდას გეგმავს.

,,ადგილობრივი წარმოების პროდუქციაზე მოთხოვნა, მისი ხარისხისა და გემოვნური თვისების გამო, საკმაოდ დიდია. ფასები იმპორტირებულთან შედარებით მაღალია, მაგრამ ეს რეალიზაციის პრობლემას არ გვიქმნის”, - აღნიშნავს ვალერი ბიჭაშვილი.

შპს ,,მუხრანი აგრო” კვირაში 400-დან 800 კილომდე პომიდვრის რეალიზაციას ახდენს. პროდუქტი სამომხმარებლო ბაზარზე და მსხვილ სუპერმარკეტებში იყიდება.

ადგილზე ათამდე ადამიანია დასაქმებული. დასაწყისში სასათბურე მეურნეობაში 330 ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. აქედან 230 ათასი მეწარმემ აგროკრედიტის სახით მიიღო.

ქრისტინე გამთენაძე