ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალალკოჰოლური სასმელების კომისიის ვიცე-პრეზიდენტად ქართველი ექსპერტი აირჩიეს

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალალკოჰოლური სასმელების კომისიის ვიცე-პრეზიდენტად დარგის ქართველი ექსპერტი ანა გოდაბრელიძე აირჩიეს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომიტეტის თავმჯდომარე პოსტზე 12 აპრილს წარადგინეს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა დარგის ასეთ მნიშვნელოვან თანამდებობას ქართველი იკავებს.

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია 46 ქვეყანასა და 12 დამკვირვებელ ორგანიზაციას აერთიანებს.

როგორც ანა გოდაბრელიძე აღნიშნავს, პირველი ქართველი ექსპერტის ამ თანამდებობაზე წარდგენა ქვეყნის პრესტიჟისთვის და პოპულარიზაციისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია.

,,ამავდროულად, ჩვენ გვექნება უფრო მეტი ხელმისაწვდომობა ყველა მიმართულებით. იქნება ეს კანონშემოქმედებითი თუ სხვა სახის სამუშაოები”, - აღნიშნავს გოდაბრელიძე.

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის კონგრესი, რომელშიც მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ, წელს ბრაზილიაში გაიმართება.

ქრისტინე გამთენაძე