დავით სერგეენკო - თამბაქოს კონტროლის ახალი რეგულაციები მალე ამოქმედდება

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს თქმით, თამბაქოს კონტროლის ახალი რეგულაციები მალე ამოქმედდება. ამის შესახებ სერგეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი” არსებობდა, თუ არ ვცდები 2010 წლიდან. არ იყო განსაზღვრული ამ კონტროლის ადმინისტრირების საკითხები. ამ მხრივ რამდენიმე ათეული, შეიძლება 100-მდე საკითხი იყო დასაზუსტებელი: ვის, როგორ, გარდამავალი შეზღუდვა, ნაწილობრივი შეზღუდვა და ა.შ. უკლებლივ ყველას გაეცა პასუხი, რჩება ორი ტექნიკური საკითხი, რომელზეც, ვფიქრობ, მალე დასრულდება მუშაობა და ეს რეგულირება უკვე ამოქმედდება“,- განაცხადა დავით სერგეენკომ.