ეროვნულმა ბანკმა 10 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 10 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა. სებ-ი ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონის შედეგის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

”2016 წლის 14 აპრილს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.2558 შეადგინა”, - ნათქვამია განცხადებაში.