შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საბაჟო გამშვებ პუნქტზე „თბილისის აეროპორტი“ უკანონოდ შემოტანილი ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს.
როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, მედიკამენტები ირანის მოქალაქე ს.დ-ს აღმოაჩნდა, რომელიც საქართველოში სტამბოლი-თბილისის რეისით ჩამოფრინდა. ეჭვის საფუძველზე ხელბარგის დათვალიერების შედეგად მებაჟე ოფიცრებმა ჯამში სხვადასხვა დასახელების 223 აბი მედიკამენტი ამოიღეს.
საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-6 განყოფილებას.