"ზედაზენმა" შავი König Pilsener-ის ჩამოსხმა დაიწყო, რომელიც ხელმისაწვდომ ფასად გაიყიდება

გერმანული ლუდის ბრენდის ტრადიციული გემოს შემდეგ ქართულ ბაზარზე ადგილობრივად წარმოებული შავი König Pilsener-ი გამოჩნდა. Bitburger ჯგუფის პროდუქციის ექსკლუზიურმა მწარმოებელმა კომპანია "ზედაზენმა" შავი König Pilsener-ის ჩამოსხმა უკვე დაიწყო. საქართველოში წარმოებული შავი ლუდი მისი წინამორბედის მსგავსად, ექსპორტზე გავა. "ზედაზენი" Bitburger ჯგუფთან 2013 წლიდან თანამშრომლობს. კომპანიაში ადგილობრივი წარმოების ერთ-ერთ უპირატესობად პროდუქციის ხელმისაწვდომ ფასს ასახელებენ. ქართველ მომხმარებელს ადგილობრივად წარმოებული შავი König Pilsener-ის დაგემოვნება უკვე დღეიდან შეუძლია.