დედაქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდა

საგზაო სამუშაოების გამო, 15 აპრილის 09:00 საათიდან 16 აპრილის ჩათვლით კ. ხეთაგუროვის ქუჩაზე (წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მიმდებარედ) საავტომობილო მოძრაობა შეზღუდული იქნება , - ამის შესახებ თბილისის მერიაში აცხადებენ.

მათივე ინფორმაციით, დღესვე, 09:00 საათიდან საგზაო სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა ივ. ჯავახიშვილის ქუჩაზე, სადაც ასფალტის საფარის დაგება სრულდება.

წუხელ, 23:00 საათიდან კი საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ვახუშტის სახელობის ხიდის გვირაბის მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნულ მონაკვეთზე შეზღუდვები 23.00 საათიდან 08.00 საათამდე 21 აპრილის ჩათვლით იმოქმედებს.

თბილისის მერია მოქალაქეებს შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.