ევროკავშირის 5 ქვეყანა ოფშორების ”შავი სიის” შექმნის ინიციატივით გამოდის

ევროპული G5-ის ფინანსთა მინისტრები იმ ქვეყნების წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოთხოვნით გამოდიან, რომლებიც გადასახადების გადახდას არიდებენ თავს.

როგორც euronews.ge უცხოურ მედიაზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული რეაქცია ე.წ პანამის ჩანაწერების გამოქვეყნებას მოჰყვა.

”წამყვანი ინდუსტრიული 20 ქვეყნის ფინანსთა მინისტრების შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, ევროპის 5 ქვეყანა - დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესპანეთი, იტალია და საფრანგეთი ოფშორების ”შავი სიის” შექმნის ინიციატივით გამოვიდა.

ფინანსთა მინისტრები იმ ქვეყნების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვენ, რომლებიც გადასახადების გადაუხდელობასთან ბრძოლაში თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ”, - წერს euronews.ge.

ინფორმაციის წყარო: http://www.euronews.ge/archives/4931