2016 წლის ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილი ევროპაში

ევროპის კონტინენტი ძვირად ღირებული ავტომობილების როგორც წარმოებით, ასევე მისი რეალიზებით მოწინავეა მთელს მსოფლიოში.

სპორტული და ულტრა ლუქს კლასის ავტომწარმოებელი კომპანიებისთვის ამ ბაზარზე ოპერირება აშშ-სა და ჩინეთის მსგავსად, პრიორიტეტულია.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგში წარმოდგენილი ათივე ავტომობილი ევროპული წარმოებისაა, უფრო კონკრეტულად კი ერთი ფრანგული, ერთი შვედური, ერთი გერმანული, ერთი დანიური, ორი იტალიური და ოთხი ბრიტანული წარმოების.

რეიტინგს ფრანგული Bugatti Chiron ლიდერობს, რომელიც წელს პირველად არის ხელმისაწვდომი და მისი ფასი 2,4 მილიონი ვეროდან იწყება. ასევე აღსანიშნავია, რომ ათეულში 5 ავტომობილი სპორტულია, დანარჩენები კი ულტრალუქს კატეგორიის კუპეები და სედანებია.

წარმოგიდგენთ ევროპაში ხელმისაწვდომი ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილების ათეულს, რომლებიც 2016 წლიდან იწარმოება.

1. Bugatti Chiron - 2.4 მილიონი ევრო

2. Koenigsegg Regera - 1.89 მილიონი ევრო

3. Mercedes-Maybach S 600 Pullman – 595 000 ევრო

4. Rolls-Royce Phantom Extended Wheelbase – 486 710 ევრო

5. Rolls-Royce Phantom Drophead Coupe – 459 697 ევრო

6. Lamborghini Aventador LP 750-4 SV Roadster – 389 356 ევრო

7. Ferrari F12tdf – 379 000 ევრო

8. Rolls-Royce Dawn – 330 000 ევრო

9. Spyker C8 Preliator - 324 900 ევრო

10. Bentley Mulsanne Speed - 323 918 ევრო

კოკა კვირკველია