დიმიტრი ქუმსიშვილი - თუ ანტიდემპინგური კანონმდებლობა არასწორად იქნება იმპლემენტირებული, ეს ინფლაციის რისკებს შეიცავს

თუ ანტიდემპინგური კანონმდებლობა არასწორად იქნება იმპლემენტირებული, ეს ინფლაციის რისკებს შეიცავს , - ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ანტიდემპინგური კანონპროექტის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტი უკვე პარლამენტშია და საკანონმდებლო ორგანოზეა დამოკიდებული, თუ როდის მოხდება მისი მიღება.

”ქვეყანას უნდა ჰქონდეს ანტიდემპინგური კანონმდებლობა. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული კანონი გამართული იყოს და შესაბამისად, მისი ადმინისტრირებაც სწორად მოხდეს იმისთვის, რომ ჩვენ არ დავაზიანოთ სამომხმარებლო ბაზარი. თუ ანტიდემპინგური კანონმდებლობა არასწორად იქნება იმპლემენტირებული, ეს შეიცავს ინფლაციის რისკებს, რადგან ეს არის პროტექციონიზმი და ამავე დროს ყოველთვის არის მაღალი რისკი, რომ ადგილზე ფასები გაიზრდება და ეს მომხმარებლის ჯიბეებს დაარტყამს”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.