თამაზ მეჭიაური - პრეზიდენტის ფონდი ბიუჯეტის ფულითაა შევსებული და არა მისი ხელსაქმიდან შემოსული თანხით

მაგას საიდან აქვს ბიუჯეტი ვერ გავიგე, რამე ფული იშოვა სადმე? - მსგავსი განცხადება ჟურნალისტებთან, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურმა გააკეთა, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებული ახალი განკარგულების გამოცემისა და მთავრობის ფინანსური დახმარების საკითხზე პრეზიდენტ მარგველაშვილის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.

მეჭიაურის თქმით, პრეზიდენტი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით საღ აზრს უნდა დაემორჩილოს.

”მაგას საიდან აქვს ბიუჯეტი ვერ გავიგე. რამე ფული იშოვა სადმე? პრეზიდენტის ფონდი იგივე ბუჯეტია და ჩვენი გადახდილი ფულით არის და არა მისი ხელსაქმით და შემოსულობებით შევსებული. თუ რამე სხვა ფული გააჩნია მას, მაშინ ადგეს და აქედან გამომდინარე დააფინანსოს და არა ჩვენი ფული დახარჯოს ასე. ნახოს, მოიძიოს ჯერ თავისი ფული. პრეზიდენტი უნდა დაემორჩილოს საღ აზრს და საღი აზრი არის ის, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს ისე, რომ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ჰქონდეს თანაბარი პირობები და ეს საარჩევნო პერიოდი არ უნდა გაიწელოს უსაშველოდ,“ - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

პრეზიდენტი არჩევნებთან დაკავშირებული ახალი განკარგულების გამოცემას არა ივლისში, როგორც მას პრემიერმა სთხოვა, არამედ მაისის დასაწყისში აპირებს. ამასთან, გიორგი მარგველაშვილი მზადაა წინასაარჩევნო პერიოდში სარჩევნო ადმინისტრაციის დაფინანსებაში მთავრობას შეეხიდოს.