პუტინის შემოსავალმა გასულ წელს 135,3 ათასი დოლარი შეადგინა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის წლიური შემოსავალი გაიზარდა და 2015 წელს 135,3 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.

ასეთ მონაცემებს შეიცავს რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ქონებრივი დეკლარაცია.

დოკუმენტის თანახმად, პუტინი 1 500 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის, 77 კვადრატული მეტრის ბინისა და ავტოფარეხის მფლობელია. მის საკუთრებაშია ასევე რუსული წარმოების სამი ავტომობილი.

რაც შეეხება რუსეთის მთავრობის სხვა წევრებს, გასულ წელს პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის შემოსავალმა 8,8 მილიონი რუბლი შეადგინა.