საქართველოს პარლამენტმა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

საქართველოს პარლამენტმა ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროპული სტრუქტურების სახელზე შემუშავებული რეზოლუციის პროექტი მიიღო.

პროექტი პარლამენტს საპარლამენტო უმცირესობამ შესთავაზა. მასში უმრავლესობასთან კონსულტაციების შედეგად რამდენიმე ჩასწორება განხორციელდა და საბოლოოდ, 89 ხმით - ერთხმად დაამტკიცეს.

აღნიშნულ თემაზე პარლამენტს უკვე მიღებული აქვს სპეციალური განცხადება, რომლის ავტორებიც ”თავისუფალი დემოკრატები” არიან.