ნავთობის მწარმოებელმა ქვეყნებმა ნავთობის მოპოვება შესაძლოა, ოქტომბრამდე „გაყინონ“

ყატარში ნავთობის მწარმოებელი უმსხვილესი ქვეყნების შეხვედრა რამდენიმე საათში დაიწყება.

შეხვედრის მთავარი თემა ნავთობზე ფასის გაზრდის მიზნით, მისი მოპოვების გაყინვის შესახებ ერთობლივი გადაწყვეტილების მიღებაა.

აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის ნატიგ ალიევის განცხდებით, შეთანხმების პროექტის თანახმად, ნავთობის მოპოვება შესაძლოა, მიმდინარე წლის ოქტომბრამდე 2016 წლის იანვრის დონეზე „გაყინონ“.

ნავთობის მსოფლიო ბაზარზე „შავი ოქროს“ ფასი ორჯერ ნაკლებია, ვიდრე ორი წლის წინ, რაც უარყოფითად აისახება ნავთობის მომპოვებელ ქვეყნებზე. „ბიბისის“ ცნობით, 2014 წლის ივნისში ნავთობის ფასმა ბარელზე 115 დოლარს მიაღწია. მიმდინარე წლის დასაწყისში ნავთობის ფასი მინიმუმამდე დაეცა და ბარელზე 27 დოლარი შეადგინა. თუმცა, ამ კვირაში „ბრენტის“ მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 45 დოლარს მიუახლოვდა.

თებერვალში რუსეთი, ყატარი, ვენესუელა და საუდის არაბეთი ნავთობის მოპოვების გაყინვაზე შეთანხმდნენ. თუმცა, ისინი მზად იყვნენ ეს ნაბიჯი იმ შემთხვევაში გადაედგათ, თუ ამას სხვა მწარმოებლებიც დაუჭერდნენ მხარს. ერთადერთი, ვინც ყველაზე მეტად ეწინააღდმეგება ამ შეთანხმებას ირანია, რომელიც რამდენიმეწლიანი სანქციების შემდეგ, წელს პირველად ნავთობის მსოფლიო ბაზარზე.