იაპონიაში რობოტი სკოლის მოსწავლე გახდა

ჰუმანოიდი რობოტი „პეპერი“ მსოფლიოში პირველი რობოტი გახდა, რომელიც საშუალო სკოლაში ივლის.

„ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ სკოლაში სწავლის შესაძლებლობა მომეცემოდა. პირობას ვდებ, რომ კარგი სწავლისთვის თავს არ დავზოგავ“, - განაცხდა „პეპერმა“.

იაპონურის გარდა, ჰუმანოიდი რობოტი ინგლისურ, ფრანგულ და ესპანურ ენებზე საუბრობს. „პეპერი“ გასულ წელს შექმნეს. ჰუმანოიდ რობოტს შეუძლია ლაპარაკი, დიალოგში ჩართვა, ადამიანის გამომეტყველების ამოცნობა და მის განწყობაზე რეაგირება, ასევე მარტივი დავალებების შესრულება, სახლის საქმეებში დახმარება და მარტოხელა ადამიანებისთვის განწყობის შექმნა.

CNN-ის ინფორმაციით, იაპონური SoftBank Robotics Corp-ის მიერ წარმოებული ერთი ცალი ჰუმანოიდი რობოტის ღირებულება 1 600 დოლარს შეადგენს. თანხას ასევე ემატება დაზღვევის საფასური 200 დოლარი. თუმცა, სამი წლის განმავლობაში პროგრამული უზრუნველყოფითა და მომსახურებით Pepper-ის შეძენა მომხმარებელს დაახლოებით 8 ათასი დოლარი დაუჯდება.