ქალებს, რომლებიც 30 წლამდე მშობიარობენ, ნაკლები შემოსავალი აქვთ

ქალები, რომლებიც 30 წლის შემდეგ აჩენენ შვილს, შემოსავლის შემცირების რისკს მინიმუმადე ამცირებენ.

სენტ-ლუისში ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, იმის მიუხედავად, თუ რა დონის განათლება აქვს, იმ ქალებს, რომლებიც დედობას 30 წლამდე გადაწყვეტენ, უფრო ნაკლები შემოსავალი აქვთ, 

კვლევაში მონაწილეობა 25-დან 60 წლამდე 1,6 მილიონმა ქალბატონმა მიიღო.

"რა თქმა უნდა, ბავშვი ქალის კარიერას წერტილს არ უსვამს, თუმცა აისახება მის შემოსავალზე. თუ ქალები ბავშვებს 25 წლამდე აჩენენ, ისინი დაახლოებით 2-2,5 წელიწადს კარგავენ, რომლის დახარჯვაც კარიერულ წინსვლაზე შეეძლოთ", - აცხადებენ მეცნიერები.

კვლევის თანახმად, თუ განათლებული ქალი ბავშვს 28 წლამდე აჩენს, ცხოვრების ბოლომდე მისი შემოსავალი უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე იმ ქალბატონების, ვინც ბავშვის გაჩენა 30 წლის შემდეგ გადაწყვიტა.