ყველაზე უსაფრთხო ქვეყნები ბუნებრივი კატაკლიზმების მხრივ

გაერო-ს გარემოსა და ადამიანური უსაფრთხოების უნივერსიტეტმა (UHU-EHS) ბუნებრივი კატაკლიზმების მხრივ ყველაზე უსაფრთხო და საშიში ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა.

რეიტინგის თანახმად, ბუნებრივი კატაკლიზმების მხრივ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ყატარია, სადაც მხოლოდ 0,1% ბუნებრივი კატასტროფის შანსი.

0,61%-ია ბუნებრივი კატასტროფის შანსი მალტაში, რომელიც შვედეთთან და ისლანდიასთან ერთად, პირველ ათეულში ევროპას წარმოადგენს.

ბუნებრივი კატაკლიზმების მხრივ უსაფრთხო ქვეყნების პირველ ათეულში ასევე მოხვდნენ ბარბადოსი - 1,16%, საუდის არაბეთი - 1,32%, გრანადა - 1,44%, ისლანდია - 1,55 %, კირიბატი - 1,78%, ბაჰრეინი - 1,81%, არაბთა გაერთიანებული საემიროები - 2,1% და შვედეთი 2,26%.

კვლევის თანახმად, ბუნებრივი კატასტროფების რისკი ყველაზე მაღალია ვანუატუში - 36,43%. აღსანიშნავია, რომ რეიტინგის ბოლო ათეულში არც ერთი ევროპული ქვეყანა არ მოხვდა.

ვანუტუს მოსდევს ტონგა - 28,23%, ფილიპინები - 27,52%, გვატემალა - 20,88%, ბანგლადეში - 19,81%, სოლომონის კუნძულები - 18,11%, კოსტა რიკა - 16,94%, კამბოჯა - 16,9%, ელ სალვადორი - 16,85%, აღმოსავლეთ ტიმორი - 16,37%.

კვლევისას ავტორები 2015 წლის გლობალური რისკების ანგარიშს. ასევე გათვალისწინებული იყო წარსულში ამ ქვეყნებში მომხდარი კატაკლიზმები და მათთან გამკლავების შედეგები.