Sony-ს თანადამფუძნებლის 7 რჩევა ბიზნესმენებს

1946 წელს იაპონელმა ბიზნესმენმა აკიო მორიტამ, მასარუ იბუკასთან ერთად, მსოფლიოში საქვეყნოდ ცნობილი კორპორაცია Sony დააარსა.

თუმცა, ტოკიოში დაფუძნებული კომპანია თავდაპირველად რადიონაწილების კომპანიად იყო ცნობილი და მასში მხოლოდ 20 ადამიანი იყო დასაქმებული , საწყისი კაპიტალი კი 500 დოლარს შეადგენდა.

დღეს იაპონური კორპორაცია ერთ–ერთი წამყვანი მსოფლიო ბრენდია ისეთ სფეროებში, როგორიცაა საყოფაცხოვრებო და პროფესიონალური ელექტრო ტექნიკა; საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო პროდუქციის წარმოება, გასართობი სფერო,  მუსიკალური პროგრამების და კომპიუტერული თამაშების შექმნა–წარმოება; საინვესტიციო–საფინანსო საქმიანობა; ინტერნეტ პროექტების განხორციელება და ა.შ. კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით კი 150 000-ს აღწევს.

გთავაზობთ აკიო მორიტას 7 რჩევას ბიზნესმენებისთვის:

საშუალო ზომის კომპანია, რომელსაც წარმატებები აქვს გარკვეულ სფეროში, წარმოადგენს შერწყმის იდეალურ ობიექტს;

ვერანაირი ფული ვერ მისცემს ადამიანს განათლებას, თუ თვითონ ის არ მოინდომებს წიგნებთან დაჯდომასა და სწავლს;

როგორი კარგი, ჭკვიანი და იღბლიანი ადამიანიც უნდა იყოთ, თქვენი საქმე და ბედი იმათ ხელშია, ვისაც თქვენ ქირაობთ;

როცა კომპანია გასაჭირშია, ხელფასს უმცირებენ ჯერ მმართველებს და მხოლოდ შემდეგ - დაბალი რგოლის თანამშრომლებს;

ყველაზე მთავარი არა ვინმეს დადანაშაულებაა დაშვებული შეცდომების გამო, არამედ იმის გარკვევა, რამ გამოიწვია ეს შეცდომა;

კომპანია ვერაფერს მიაღწევს, თუ მხოლოდ ხელმძღვანელობა იფიქრებს.