ბუნებრივ რეკლამას ტრადიციულ მედია ფორმატის რეკლამაზე მაღალი ნახვა აქვს

მომხმარებელი გაცილებით ინტერესდება რეკლამით, რომელიც მისი ინტერესის სფეროში ჯდება.

ბუნებრივი რეკლამა, რომელიც ბრენდირებულ და სპონსორულ კონტენტს შეიცავს, ნახვის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა, ვიდრე ტრადიციული მედია ფორმატის რეკლამები.

გამოცემა „ბიზნეს ინსაიდერის“ ცნობით, Google DoubleClick-სა და ამერიკულ სერვის Polar-ის ერთობლივი კვლევის თანახმად, აშშ-ში ბუნებრივ რეკლამას უკეთესი CTR (რეკლამის ნახვისა და მასზე დაკლიკების საზომი) აქვს სმარტფონებზე და მისი საშუალო მაჩვენებელი 0,38%-ს შეადგენს, ტაბლეტებზე  - 0,33%-ს, პერსონალურ კომპიუტერზე კი 0,16%. ამასთან ერთად, 0,08%-ს არ აჭარბებს მედია რეკლამის CTR, რომელშიც ბანერები, რიჩ მედია და სხვა სარეკლამო განცხადებები.

კვლევის თანახმად, სარეკლამო ბიუჯეტები სულ უფრო მეტად მიედინება ტრადიციული სარეკლამო არხებიდან ციფრული არხებისკენ.

„ვიდეორეკლამა და სოციალური მედია სწრაფად იზრდება და ბიუჯეტს ართმევს კონკურენტ სეგმენტებს. უხლოეს წლებში მობილური რეკლამა ყველაზე მზარდი სეგმენტი იქნება. 2020 წლამდე აშშ-ში მობილური რეკლამის ბიუჯტის საშუალო ზრდის ტემპი 26,5%-ს შეადგენს“, - ნათქვამია კვლევაში.

ამავე კვლევის თანახმად, ინტერნეტში ვიდეორეკლამაზე დანახარჯები უფრო სწრაფად გაიზრდება, ვიდრე კონტექსტურ და მედია რეკლამაზე. ექსპერტთა პროგნოზით, ამ ბაზარზე რეკლამის ბიუჯეთის საშუალო ზრდის ტემპი 21,9% იქნება.

კვლევის თანახმად, მობილურ მოწყობილობებზე მედია რეკლამის უკვე მომავალი წლიდან გადაუსწრებს ბანერსა და რიჩ მედიას.

ინტერნეტ რეკლამისგან განსხვავებით, ექსპერტები ნაკლებ ზრდას უწინასწარმეტყველებენ ტრადიციულ რეკლამას. კვლევის თანახმად, 2015-2020 წლებში ტრადიციული რეკლამის ზრდის მაქსიმალური მაჩენებელი 0,4% იქნება.