"ყოველდღიური" მევახშეობის ტყვეობაში

კერძო იპოთეკარების, მევახშეებისა და ბოლო დროს მომრავლებული ონლაინკრედიტების შემდეგ, ბაზ­არზე ახალი საფინანსო ორგანიზაციები გამოჩნდნენ, რომელთა ძირითადი სამიზნე ბაზარსა და ბაზრობებზე დასაქმებული წვრილი მოვაჭრეები არიან. შემცირებული ვაჭრობის გამო რთულ ფინანსურ მდგომარეობაში მყოფ მოვაჭრეებს ახალგამოჩეკილი საკრედიტო ორგანიზაციები მათ საქმიანობაზე "მორგებულ" პირობებს სთავაზობენ, რომლის თანახმადაც, ვალის დაფ­არვა "მცირე პორციებით" ყოველდღიურად ხდება. თუმცა საპროცენტო ტვირთი იმდენად მაღალია, რომ ვალის ორმოდან თავის დაღწევას ცოტა თუ ახერხებს.

ბაზარზე უკვე ბევრი ასეთი კომპანიაა. ტელეფონით მათთან დაკავშირება და სესხის პირობებზე საუბარი, ფაქტობრივად, შეუძლებელია და აუცილებლად ადგილზე მისვლას ითხოვენ. მათი ოფისები, ძირითადად, ბაზრებსა და ბაზრობებთან მდებარეობს.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 18 აპრილის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად

ემა ტუხიაშვილი