დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა 2030 წლისთვის ქვეყნის მშპ-ს 6%-ით შემცირებას გამოიწვევს

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა 2030 წლისთვის ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტით შემცირებას გამოიწვევს, რაც იმას ნიშნავს, რომ მშპ თითოეული ოჯახისთვის წელიწადში დაახლოებით 4 300 ფუნქტით შემცირდება. ამის შესახებ ევროპული მედიის ცნობით, ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს ანგარიშშია ნათქვამი.

დოკუმენტის მიხედვით, ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ სავაჭრო ბარიერები ბრიტანეთისთვის გაიზრდება, ხოლო ინვესტიციები შემცირდება, რაც ქვეყანას სერიოზულ ეკონომიკურ ზარალს მოუტანს.

ევროკავშირიდან გასვლის საკითხთან დაკავშირებით დიდ ბრიტანეთში რეფერენდუმი 23 ივნისს გაიმართება.