თურქეთმა სამსახურებრივი პასპორტის მქონე რუსეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი დაუწესა

თურქეთმა სამსახურებრივი პასპორტის მქონე რუსეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი დაუწესა, - ამის შესახებ რუსეთში თურქეთის საელჩო „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

„უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შენარჩუნდა იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც დიპლომატიური ან რეგულარული პასპორტები აქვთ“, - წერს თურქეთის დიპლომატიური წარმომადგენლობა.

გავრცელებული ცნობით, სავიზო რეჟიმი სამსახურებრივი პასპორტის მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის 15 აპრილიდან ამოქმედდა. მსგავსი ზომები რუსეთის მთავრობამაც დააწესა თურქეთის მოქალაქეებისთვის.