ფინანსთა სამინისტროსთან აქცია - ”შემოულაწუნე ნოდარს” გაიმართა

ფინანსთა სამინისტროსთან ახალგაზრდულმა ორგანიზაცია „თავისუფალმა თაობამ“ აქცია, სახელწოდებით „შემოულაწუნე ნოდარს“ გამართა.

აქციის მონაწილეების მთავარი მოითხოვნა იყო ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ სამინისტროსგან, თუ ვის და რა რაოდენობის ფინანსური დავალიანება ჩამოეწერა 2015 წელს.

როგორც ლადო სადღობელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომლის მიხედვითაც, ნოდარ ხადური შეკრულია ”ნაცმოძრაობის” ”კარის ბიზნესმენებთან” და ე.წ „ატკატით “ ცდილობს საკუთარი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

„თავისუფალმა თაობამ“ სამინისტროში ოფიციალური წერილიც დაარეგისტრირა, რომელშიც ორგანიზაციის წევრების განცხადებით, დიდი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მოითხოვენ მეტ გამჭვირვალობას, იმ იურიდიულ პირთა ვინაობის გასაჯაროებას, ვისაც 2013-2015 წლებში საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერა და განემარტოთ მიზეზი, თუ რა პრინციპით იქნა შერჩეული და რა ვალდებულებები აიღეს საგადასახადო დავალიანებებისაგან გათავისუფლებულმა კომპანიებმა.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ წლებში ჩამოწერილმა საგადასახადო დავალიანებამ მილიარდ ლარზე მეტი შეადგინა.