მებაჟე ოფიცრებმა დეკლარირების წესის დარღვევის ფაქტები გამოავლინეს

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“, ოქროს საიუველირო ნაკეთობების დეკლარირების წესის დარღვევით შემოტანის 2 შემთხვევა გამოავლინეს.

როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რუსეთის ფედერაციის მხრიდან შემოსული რუსეთის მოქალაქე ნ.ს.-ის ეჭვის საფუძველზე ფიზიკური დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა 150,71 გრამი ოქროს ნაკეთობები ბრილიანტის თვლებით აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 12812,84 ლარი შეადგინა. იმავე დღეს, მოლდოვას რესპუბლიკის მოქალაქე ი.ფ- ს 3200,96 ლარის ღირებულების, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩნდა, საერთო წონით 52,09 გრამი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, ორივე მგზავრს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა, 12812,84 ლარისა და 3200,96 ლარის ოდენობით.