მსოფლიოს ყველაზე ორიგინალური სასტუმროები (+ფოტო)

1. ION Luxury Adventure Hotel მდებარეობს ისლანდიაში, ქალაქ ტინგველირში. ბეტონსა და მინაში ჩასმული სასტუმროს ფასადი ირლანდიური ზღაპრებისა და ლეგენდების ფანტასტიკურ სიუჟეტს ჰგავს. გეოთერმული ენერგია და ეკოლოგიურად სუფთა მასალები განსაკუთრებით პრაქტიკულია, როცა საუბარია სასტუმროზე 45 ოთახით, რომლის ინტერიერიც აერთიანებს ორგანულ მასალებს, მაღალ ტექნოლოგიებსა და ულამაზეს ხედებს.

2. Jade Mountain Resort სასტუმროა კარიბის ზღვაში, სენტ ლუსიას კუნძულოვან სახელმწიფოში. ეს არის რომანტიკული, უნიკალური დიზაინის მქონე სასტუმრო, რომელსაც ხშირად არქიტექტურულ საოცრებას უწოდებენ. სასტუმროს 29-ვე ოთახიდან ულამაზესი ხედი ჩანს.

3. Yas Viceroy Abu Dhabi მდებარეობს გაერთიანებულ არაბულ საემიროებში, აბუ დაბიში. ეს არის მსოფლიოში ერთადერთი სასტუმრო, რომელიც „ფორმულა-1“-ის ტრეკზეა აშენებული. სასტუმრო მდებარეობს ცნობილ კუნძულ Yas Island-ზე და შეიცავს სპა-სალონს, 11 რესტორანსა და ბარს, ასევე ორ ღამის კლუბს.

4. The Joule, A Luxury Collection Hotel მდებარეობს აშშ-ის ტეხასის შტატში, ქალაქ დალასში. სასტუმრო განთავსებულია ისტორიულ შენობაში, რომელიც გასული საუკუნის 20-იან წლებში აშენდა. დიზაინი შედგება სიძველისა და თანამედროების ელემენტებისგან. გარდა ამისა, სასტუმროში განთავსებულია ხელოვნების ნიმუშების უნიკალური კოლექცია.

5. Anatolian Houses მდებარეობს თურქეთში, კაპადოკიაში. სასტუმროს 33 ოთახი განთავსებულია გამოქვაბულებში. დიზაინი გამოირჩევა ისტორიული ატმოსფეროთი, თუმცა სასტუმროში ყველანაირი კომფორტია შექმნილი, მათ შორის რომაული სპა და ღვინის შადრევანი.

6. The Naka Phuket მდებარეობს ტაილანდში, ქალაქ ფჰუკეტში. ეს ელიტური კურორტია, რომელიც თანამედროვე არქიტექტურითა და ულამაზესი ბუნებით გამოირჩევა. აქ მდებარეობს 94 ვილა მინის კედლებით და საკუთარი აუზებით. სასტუმროში მოქმედებს რესტორანი, ორი ბარი, სპა-სალონი და საბავშვო კლუბი.

7. შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში მდებარე Scandic Victoria Tower, რომელიც წარმოადგენს 34-სართულიან შენობას 299 ოთახით. სასტუმრო ქალაქის ყველაზე მაღალი შენობაა და მოპირკეთებულია ფერადი, სარკისებური პანელებით. Scandic Victoria Tower-ის ყველაზე ხშირი სტუმრები ბიზნესმენები არიან.

8. Kandolhu Island მალდივებში, ზღვის პირას მდებარე სასტუმრო კომპლექსია, რომელიც 30 ვილისგან შედგება. ულამაზესი ხედის გარდა, ვიზიტორებისთვის შექმნილია კომფორტული პირობები. სასტუმრო შეიცავს 4 რესტორანს, ბარს პლიაჟზე, სპა-სალონს, დაივინგის ცენტრს, ბიბლიოთეკასა და სპორტულ დარბაზს.

9. Blue Lagoon Clinic მდებარეობს ისლანდიის ქალაქ გრინდავიკში. სასტუმროს გარშემო უჩვეულო ლანდშაფტია გეოთერმული წყაროებით. სასტუმროს საკუთარი ლაგუნაც კი აქვს. Blue Lagoon Clinic-ში მშვიდი გარემოა, რომელიც იზიდავს ოჯახური დასვენების მოყვარულებს.

10. Burj al-Arab ლეგენდარული სასტუმროა, რომელიც გაერთიანებულ არაბულ საემიროებში, დუბაიში მდებარეობს. ნავის აფრების ფორმის სასტუმრო უფრო მეტია, ვიდრე შენობა - ეს არის თანამედროვე დუბაის სიმბოლო და სავიზიტო ბარათი. Burj al-Arab ცნობილია მომსახურების უმაღლესი დონით და ბევრჯერ აღიარეს მსოფლოში დასვენების საუკეთესო ადგილად. Burj al-Arab შეიცავს მომსახურების ფართო სპექტრს, მათ შორის გასეირნებას Rolls-Royce-ის ავტომობილით.

იხილეთ ფოტოგალერეა