ხაშურში აგარის ქუჩაზე წყალარინების ქსელი მოეწყობა

ხაშურში, აგარის ქუჩაზე წყალარინების ქსელი მოეწყობა. როგორც ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა ქალაქ ხაშურში, აგარის ქუჩაზე მიმდინარე წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.

აგარის ქუჩაზე მოუწყობელი წყალარინების ქსელი წლების განმავლობაში ადმინისტრაციის ინფორმაციით, სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს აგარის ქუჩის მცხოვრებთა საყოფაცხოვრებო პირობებს.

სამუშაოები ხაშურის მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს და აპრილის ბოლომდე დასრულდება.