ფინანსთა სამინისტრო საუკეთესო სტატიის შესარჩევად კონკურსს აცხადებს

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო თემაზე - „საქართველოს პირველ რესპუბლიკაში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმები და პოლიტიკა" საუკეთესო სტატიის შესარჩევად კონკურსს აცხადებს.

როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, კონკურსი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში იმართება.

გამარჯვებული ნაშრომის ავტორი 20 მაისს გამოვლინდება, საუკეთესო 10 სტატია კი კრებულის სახით დაიბეჭდება.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს. სტატიების გამოგზავნის ბოლო ვადა 2016 წლის 10 მაისია. საკონკურსო მასალების მიღებას სსიპ-ფინანსთა სამინისტროს აკადემია ახორციელებს.

დაინტერესებულმა პირებმა, ნაშრომთან ერთად უნდა წარმოადგინონ, სტუდენტის ბარათის ასლი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი.