ავსტრიელი ექსპერტები თბილისის მდინარეების აუზებში საფრთხის რისკებს შეისწავლიან

ავსტრიელი ექსპერტები მდინარეთა აუზებში საფრთხის რისკებს შეისწავლიან.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი მოადგილესთან  ერთად, ავსტრიელ ექსპერტებსა და საქართველოში ავსტრიის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა თბილისში მდინარეთა აუზებში საფრთხის შემცველი ჰიდროლოგიური და გეოლოგიური რისკები განიხილეს. შეხვედრას ქალაქ თბილისის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ავსტრიელი ექსპერტები გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, არსებულ სტიქიურ მოვლენებს ადგილზე შეაფასებენ. მდინარე წავკისის წყლის, მდინარე დიღმისხევის და მდინარე ხევძმარას აუზებში მაღალი რისკის შემცველ ადგილებს დაათვალიერებენ და არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად რეკომენდაციებს შეიმუშავებენ.

ქრისტინე გამთენაძე