ვირტუალური ვალუტა ბიტკოინი და დატა ცენტრი თბილისში, საიდანაც მისი კურსის გამოანგარიშება ხდება

ბიტკოინი შეიქმნა 2008 წელს და წარმოადგენს ვირტუალურ /კრიპტოგრაფიულ ვალუტას, რომლის შექმნა კომპიუტერული ქსელის საშუალებით და რთული მათემატიკური პროცესების შედეგად ხორციელდება. ბიტკოინის ყიდვა ტრადიციული ვალუტის გაცვლით არის შესაძლებელი. მისი დამახასიათებელი მთავარი ფაქტორი არის ის, რომ რომელიმე ცენტრალური ინსტიტუტის ან ორგანიზაციის მიერ არ გაიცემა. შესაბამისად, ბაზარზე დამატებითი ბიტკოინების გამოჩენით, ვალუტას გაუფასურება არ ემუქრება. ასეთია ამ ვირტუალური ვალუტის მოკლე განმარტება შემქნელებისგან. მოდით უფრო დეტალურად გავიგოთ რასთან გვაქვს საქმე.

ინტერნეტში სულ უფრო პოპულარული ხდება ვაჭრობა და სავალუტო ოპერაციების განხორციელება სხვადასხვა ვალუტით. ბიტკოინი კი სრულიად ახალ სავაჭრო ფულად ერთეულს წარმოადგენს. ის ფიზიკურად არ არსებობს. მას არა აქვს საბანკო კონტროლი, საზღვრები. თუმცა ჯერჯერობით რთულად მოპოვებადია.

რთული მათემატიკურ-ალგორითმული კომპიუტერული პროგრამებისა და სისტემების დაკავშირებით სიტოში ნაკამოტომ მსოფლიოს ახალი ვირტუალური ვალუტა შესთავაზა. ამ ადამიანმა შექმნა ფულადი ვაჭროიბის ის საშუალება, რომელსაც არანაირი საბანკო კონტროლი და შეფერხებები არ აქვს, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაფერი სისტემური კონტროლით ხორციელდება.

გასულ წელს საერთაშორისო კომპანიამ BITFURY პირველი წარმატებული პროექტი გორში განახორციელა, აშენდა პირველი დატა ცენტრი, სადაც მსოფლიოს მასშტაბით ბიტკოინებით ვაჭრობის უზრუნველყოფა ხდება. მომდევნო დამოუკიდებელი პროექტი ბიტფურმა თბილისში, გლდანში განახორციელა. "პალიტრანიუსის" გადამღები ჯგუფი პირველი აღმოჩნდა, რომელმაც ექსკლუზიურად გლდანში განთავსებული დატა ცენტრის გასაიდუმლოებული და განსაკუთრებული დაცვის ქვეშ მყოფი, მონაცემთა ელექტრონული ბაზის ერთ-ერთი დარბაზი გადაიღო. სწორედ აქ ხდება რთული მატემატიკურ-ალგორითმული გამოთვლებით მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ვალუტის კურსისა და ვაჭრობის გამოანგარიშება. ცენტრი დიდი რაოდენობით ელექროენერგიას იყენებს, რათა შეუფერხებლად მოხდეს მისი ფუნქციონირება. ბიტფიურის დირექტორი აღნიშნულ ცენტრზე შემდეგ განმარტებას აკეთებს.

ჩაანაცვლებს თუ არა ელექტრონული ვალუტა არსებულს, ემზადება თუ არა მსოფლიო ერთიანი ვალუტისთვის და ზოგადად რა მომავალი აქვს აღნიშნულ წამოწყებას. ამ კითხვებით ეკონომიკის ექსპერტს მივმართეთ.

გახდება თუ არა ვირტუალურ /კრიპტოგრაფიული ვალუტა საქართველოში პპოპულარული და შეეძლება თუ არა მისი გამოყენება ყველა მსურველს. თემის სირთულიდან გამომდინარე პალიტრანიუსი ამ საკითხზე რეპორტაჟების მზადებას აგრძელებს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე