ლარი გამყარებას განაგრძობს

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2423 ლარი გახდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.2423 ლარი გახდება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.2447 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0024 ლარი შეადგინა.

ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.5408 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5367 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0041 ლარი შეადგინა.