რუსეთის სავაჭრო ინდექსები ვარდნას განაგრძობს

დოჰაში კვირას გამართული ნავთობმომპოვებელი ქვეყნების შეხვედრის უშედეგოდ დასრულების შემდეგ, მსოფლიოს ბირჟებზე რუსულმა სავაჭრო ინდექსებმა ვარდნა განიცადეს. ასევე დაეცა ამ ქვეყნის ეროვნული ვალუტა რუბლი.

რუსეთის სავაჭრო ინდექსი RTSI 2,4%-ით შემცირდა და მისი ღირებულების 4,3% დაკარგა, ხოლო კიდევ ერთმა მსხვილმა რუსულმა ინდექსმა MICEX-მა 1,97%-იანი ვარდნა განიცდა.

რაც შეეხება რუბლს, ის 1%-ით გაუფასურდა ამერიკულ დოლართან მიმართებაში, ეს მაშინ, როდესაც ერთი დღით ადრე მან ერთგვარი „აღდგენა“ დაიწყო.

შეგახსენებთ, დოჰაში გამართულ შეხვედრაზე ნავთობმწარმოებლები ნავთობზე ფასის ზრდის მიზნით, „შავი ოქროს“ მოპოვების დროებით გაყინვაზე უნდა შეთანხმებულიყვნენ, თუმცა "ოპეკის" წევრი ზოგიერთი ქვეყნის მოულოდნელი გადაწყვეტილების გამო, შეთანხმება ვერ შედგა.

შეთანხმების მიღწევას ხელი შეუშალა საუდის არაბეთსა და ირანს შორის დაძაბულობამ. „ბიბისის“ ცნობით, ირანი შეხვედრას არ დასწრებია. თავის მხრივ, საუდის არაბეთი, მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობექსპორტიორი, იმ შემთხვევაში აცხადებდა თანხმობას ნავთობის მოპოვების გაყინვაზე, თუ "ოპეკის" ყველა წევრი, მათ შორის ირანიც, გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერდა.

ირანმა კი განაცხადა, რომ „გაყინვაზე“ მოლაპარაკებებს მხოლოდ მას შემდეგ დაუბუნდება, რაც ნავთობის მოპოვების სანქციებამდე არსებულ ნიშნულს - დღეში 4 მილიონ ბარელს დაუბრუნდება.

კოკა კვირკველია