ინდოეთი "კოჰინორის" ბრილიანტის დაბრუნებას მოითხოვს

ინდოეთის ხელისუფლება ყველანაირ გზას ეძებს ისტორიული "კოჰინორის" ბრილიანტის უკან დაბრუნებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს საბოლოო ვერდიქტის თანახმად, ლეგენდარული ბრილიანტი გაერთიანებულ სამეფოს პენჯაბის მმართველებმა თავის დროზე აჩუქეს და ის არ მოუპარავთ.

ქვეყნის უზენაესი სასმართლო კი ამ დროისთვის განიხილავს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ პეტიციის საფუძველზე შეტანილ სარჩელს, რომელმაც ალმასის დაბრუნება უნდა მოითხოვოს.

ლეგენდარული 105,6 კარატიანი ბრილიანტი, რომლის სახელწოდებაც (კოხინორი) ნიშნავს „მთის ნათებას“, დედა დედოფლის გვირგვინზეა დატანილი და გამოფენილია ლონდონის ტაუერში. ალმასი უთანხმოების საგანი დეკადების განმავლობაში არაერთხელ გამხდარა, როგორც ინდოეთ-ბრიტანეთს შორის ასევე ბრიტანეთ-პაკისტანს შორისაც, რომელიც ასევე აცხადებს პრეტენზიას ამ ბრილიანტზე.

დიდი ბრიტანეთის სამეფო სახლის ინფორმაციით, "კოჰინორი" ინდოეთის სამხრეთით მდებარე გოლკონდას რეგიონში მოიპოვეს და 1849 წელს საბოლოოდ ბრიტანეთში აღმოჩენამდე ის მუგჰალის პრინცესის, ირანელი მეომრების, ავღანელი მმართველებისა და პენჯაბელი მაჰარაჯების საკუთრება იყო. 1852 წელს კი მოხდა მისი ოვალურ ბრილიანტად დამუშავება.

კოკა კვირკველია