”საერთაშორისო სავალუტო ფონდის” მმართველის მოვალეობის შემსრულებლად ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე დაინიშნა

”საერთაშორისო სავალუტო ფონდის” მმართველის მოვალეობის შემსრულებლად საქართველოს მხრიდან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე დაინიშნა.

აღნიშნულ პოსტზე მან ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ჩაანაცვლა.

საქართველოს მთავრობის განკარგულება, რომლის თანახმადაც საქართველოს მხრიდან ”საერთაშორისო სავალუტო ფონდის” მმართველის მოვალეობის შესრულება გიორგი ქადაგიძის ნაცვლად კობა გვენეტაძეს დაევალა, მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.