რა ღირს საქართველოში ჰიბრიდული ავტომობილები და რა უპირატესობა აქვს მათ

ჰიბრიდი მის ანალოგ შიდაწვის ძრავის მქონე ავტომობილზე საშუალოდ 1500 დოლარით მეტი ღირს. თუმცა უახლოეს ხანებში ეს სხვაობა შემცირდება. 1 მაისიდან ჰიბრიდული ძრავის მქონე 0-დან 6 წლამდე ავტომობილებზე აქციზის გადასახადი განახევრდება, რაც ავტომობილის საბოლოო ღირებულებას შეამცირებს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში ჰიბრიდულ ავტომობილებზე მოთხოვნა გაიზარდა, მათი რაოდენობა მთლიან ავტოპარკში რამდენიმე პროცენტს არ აჭარბებს. იმპორტიორები ფიქრობენ, რომ აქციზის განახევრება ჰიბრიდულ ავტომობილებზე მოთხოვნას გაზრდის.

სპეციალისტები კი მიიჩნევენ, რომ ავტოპარკის გასანახლებლად და ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად დამატებითი საგადასახადო შეღავეთები და ინიციატივებია საჭირო.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობამ მილიონ ასი ათასს მიაღწია, რომელთა უმეტესობა 2004 წლამდეა წარმოებული.

ავტორი: ნუცა შუბაშვილი

©PALITRANEWS