ოთარ დანელიამ სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისი დაათვალიერა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, პაატა ნადირაძემ სურსათის ეროვნული სააგენტოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის იმერეთის რეგიონული ოფისები დაათვალიერეს, სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ და თანამშრომლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს სამომხმარებლო ბაზრის კონტროლის მნიშვნელობაზე, რაც ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად მეტად აქტუალური ხდება.

თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ქუთაისის რეგიონული ლაბორატორია ცხოველთა დაავადებების პირველად და დამადასტურებელ დიაგნოსტიკას ახორციელებს. ტარდება კვლევები როგორც მცენარეთა დაავადებების დიაგნოსტიკის, ისე სურსათის კვლევის მიმართულებითაც. უკვე დანერგილია და აქტიურად მიმდინარეობს ფუტკრის დაავადებების კვლევაც. 2015 წლიდან ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორია ISO 17025 საერთაშორისო აკრედიტაციას ფლობს. ამჟამად ლაბორატორიაში 11 სპეციალისტია დასაქმებული;

ქუთაისში, სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის ახალი შენობა 2015 წელს გაიხსნა, სადაც 46 ადგილობრივი სპეციალისტი დასაქმდა.