დავით სერგეენკო - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა იგივე სტრატეგიით გაგრძელდება

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ცნობით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა იგივე სტრატეგიით გაგრძელდება. ამის თაობაზე მინისტრმა ჟურნალისტებს ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის დაწყებისას განუცხადა, სადაც დაგეგმილი რეფორმების, მიმდინარე და სამომავლო პროგრამების შესახებ მოუსმენენ.

სერგეენკო ამბობს, რომ მიმდინარეობს მუდმივი რეფორმები, რაზეც დეპუტატებს დღეს ინფორმაციას მიაწვდის. მისივე განცხადებით, მუდმივ რეფორმებს საჭიროებს ასევე სოციალური დახმარების სისტემა და მისი მეთოდოლოგია.

როგორც ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, აღნიშნული რეფორმები ბოლო წლებში ჩატარდა, მაგრამ ის საკმარისი არ არის.