წარმოუდგენელი ფაქტები, რომლებიც გაგაოცებთ

ჯონ ლოიდმა, ჯონ მიტჩინსონმა და ჯეიმს ჰარკინმა - ბრიტანული ტელეგადაცემის Quite Interesting-ის წამყვანებმა, თავიანთი სამსახურის წყალობით უამრავი მრავალფეროვანი და წარმოუდგენელი ფაქტი იციან. ზოგმა ინფორმაციამ ჩვენი საოცარი სამყაროს მკვლევარები და მეცნიერებიც კი გააოცა. როდესაც ფაქტები დიდი რაოდენობით დაგროვდა, წამყვანებმა გამოსცეს წიგნი სახელწოდებით ”1227 ფაქტი, რომელიც გაგაოცებთ”. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს წიგნიდან:

  • მსოფლიოში ალმასის იმდენი მარაგია, რომ პლანეტის თითო მაცხოვრებელს ალმასებით სავსე ერთი ჭიქა ერგებოდა.
  • დიდ ბრიტანეთში პატიმრის შენახვა წელიწადში 45 ათასი ფუნტი ჯდება, ეს ერთნახევარჯერ ძვირია, ვიდრე იტონში ადამიანის სასწავლებლად გაგზავნა.
  • ამერიკაში სამჯერ მეტი პიარ მუშაკია, ვიდრე ჟურნალისტი.
  • ურანი 40-ჯერ მეტად არის გავრცელებული, ვიდრე ვერცხლი და 500-ჯერ მეტად, ვიდრე ოქრო.
  • მსოფლიოში ბოთლის წყალი, რომელიც მაღაზიაში იყიდება, 40%-ზე მეტი ონკანისაა.
  • ჯგუფმა Aerosmith თამაშის ”გიტარის გმირი” წყალობით მეტი ფული იშოვა, ვიდრე მისი ნებისმიერი ალბომით.
  • ლონდონის მეტროს პირველ მატარებლებს "საკანალიზაციო ტრამვაი” ეწოდებოდა.
  • ბრიტანული საბითუმო ვაჭრობა წელიწადში 250 მილიონი ფუნტი სტერლინგის მოგებას იღებს გაუნაღდებელი სასაჩუქრე სერთიფიკატებიდან.
  • ჩვეულებრივი მიკროტალღური ღუმელი მეტ ელექტროენერგიას ხარჯავს იმ დროს, როდესაც ელექტრონული საათი მოლოდინის რეჟიმში აყენია, ვიდრე მაშინ, როდესაც საკვებს აცხელებს.
  • აშშ-ის ელექტროენერგიის 10%-ს საბჭოთა დემონტირებული ატომური ბომბებისგან აწარმოებენ.
  • სმარტფონების წარმოების ტექნოლოგიის მიღმა თითქმის 250 ათასი ცალკეული პატენტი დგას.
  • 1990 წლიდან ჩინეთში სიღარიბეში მაცხოვრებელი ადამიანების პროცენტმა 85-დან 15-მდე დაიწია.
  • საბეჭდ მანქანას ერთ დროს ”ლიტერატურული პიანინო” ეწოდებოდა.
  • ლონდონის მეტრომ თავისი ცნობილი რუკის წყალობით მეტი ფული გამოიმუშავა, ვიდრე ტრანსპორტირებით.
  • დიდი ბრიტანეთის მუზეუმებსა და გალერეებს 7-ჯერ მეტი ადამიანი სტუმრობს, ვიდრე პრემიერ-ლიგის საფეხბურთო მატჩებს.
  • ჩინეთში ყოველ 5 დღეში ახალ ცათამბჯენს აშენებენ. 2017 წლისთვის მათი რიცხვი 4-ჯერ მეტი იქნება, ვიდრე აშშ-ში.
  • საფრანგეთის მოსახლეობის ¾ სამშობლოს ტერიტორიაზე ისვენებს.

დუდანა ზაქარაია