ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოსკოვი „იუკოსის“ ყოფილ მფლობელებს 50 მილიარდ დოლარს აღარ გადაუხდის

ჰააგის საოლქო სასამართლომ არამართლზომიერად ცნო საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, რუსეთმა კომპანია „იუკოსის“ ყოფილ მფლობელებს 50 მილიარდი აშშ დოლარი უნდა გადაუხადოს.

მოსკოვში ჰააგის საოლქო სასამართლოს განაჩენს რუსეთის გამარჯვება უწოდეს.

სასამართლოს ვერდიქტით, აღნიშნული საქმე საერთაშორისო არბიტრაჟის კომპეტენციაში არ შედიოდა.

ჰააგის საერთაშორისო არბიტრაჟმა 2014 წლის ივლისში გამოიტანა განაჩენი, რომლის თანახმად, რუსეთის მთავრობამ „იუკოსი“ მფლობელებს უკანონოდ ჩამოართვა და მოსკოვს 50 მილიარდი აშშ დოლარის კომპენსაციის გადახდა დაავალდებულა. საპასუხოდ რუსეთმა აღნიშნული განაჩენი ჰააგის საოლქო სასამართლოში გაასაჩივრა.