რუსეთმა თურქული ბადრიჯნის იმპორტი აკრძალა

რუსეთმა თურქული ბადრიჯნის იმპორტი დროებით შეზღუდა. როგორც რუსული მედია იტყობინება, „როსსელხოზნადზორმა“ შეზღუდვა 25 აპრილიდან დააწესა.

უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთში შეტანილი თურქული ბადრიჯანი ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო არ არის.

გუშინ „როსსელხოზნადზორმა“ რუსეთში 16 ტონა თურქული ბადრიჯნის შეტანა აკრძალა.

რუსეთმა თურქეთს სასურსათო ემბარგო მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში დაუწესა.