ნუდისტური რესტორანი ლონდონში, რომელშიც ტანსაცმლის გარეშე დაიშვებიან

ლონდონის ცენტრში ახალი რესტორანი იხსნება, სადაც ვიზიტორები ყოფნას ტანსაცმლის გარეშე შეძლებენ.

ბრიტანული მედიის ცნობით, რესტორანი Bunyadi ზაფხულის სეზონში იმუშავებს და გაყოფილი იქნება ორ სექციად. ერთ-ერთში მხოლოდ ნუდისტები შეძლებენ დასვენებას, მათ მინიმალურ ტანსაცმელში გამოწყობილი პერსონალი მოემსახურება.

ნუდისტური რესტორნის გახსნის იდეამ დიდ ბრიტანეთში უზარმაზარი პოპულარობა მოიპოვა. Bunyadi-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ბილეთები უკვე თითქმის 4 000-მა ადამიანმა შეიძინა. ბილეთის ფასი 55-65 ევროს შეადგენს.

„იდეა იმაშია, რომ თქვენ სრული გათავისუფლება იგრძნოთ“, - ამბობს რესტორნის მფლობელი სებ ლაიალი.

ნატურალიზმის პრინციპი დაცული იქნება კერძების არჩევანსა და დიზაინშიც. რესტორნის მთავარი ელემენტი ბამბუკი იქნება, ხოლო ელექტოენერგიის ნაცვლად, დაწესებულებას სანთლებით გაანათებენ.

ვიზიტორები ტანსაცმლის დატოვებას სპეციალურ კარადებში შეძლებენ. Bunyadi-ში გასაგები მიზეზების გამო, ფოტოსურათების გადაღება სასტიკად იქნება აკრძალული.