ევროკომისია უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების წინადადებით გამოვიდა

ევროკომისია უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების წინადადებით გამოვიდა. ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ევროკომისია მიმართავს ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივით, შემოიღონ უკრაინის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი.

ევროკომისია აღნიშნავს, რომ უკრაინის მთავრობამ რეფორმების გატარების კუთხით წარმატებას მიაღწია.

განცხადება ევროკომისარმა მიგრაციის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსმაც გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ ევროპარლამენტი და ევროკავშირის საბჭო ევროკომისიის საკანონმდებლო ინიციატივას უახლოეს მომავალში მიიღებენ.

დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ბიომეტრული პასპორტის მქონე უკრაინის მოქალაქე შენგენის ზონის ქვეყნებში 90-დღიანი ვადით ჩასვლას ვიზის გარეშე შეძლებს.