დავით სერგეენკო - თითოეული შემთხვევა, რომელიც სოციალურ დახმარებას ეხება, ჩვენი პრიორიტეტის საკითხია

თითოეული შემთხვევა, რომელიც სოციალურ დახმარებას ეხება, ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე უფრო მაღალი პრიორიტეტის საკითხია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს.

მინისტრი მოსახლეობას სოციალურ დახმარებასთან დაკაშირებული წესების გათვალისწინების თხოვნით მიმართავს.

„მინდა მოსახლეობას უმორჩილესად ვთხოვო, გაითვალისწინონ ის წესი, რომ როდესაც, მაგალითად მათი ოჯახის წევრი საზღვარგარეთ წავა, ან დროებით, ერთჯერადი შემოსავალი გაუჩნდებათ, ამის შესახებ დადგენილი წესის თანახმად შეგვატყობინონ და მათ სოციალურ დახმარებას აღარაფერი დაემუქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სისტემა ავტომატურად თიშავს. ჩვენ ამაზე სწრაფ რეაგირებას ვახდენთ, რომ დახმარება აღვუდგინოთ, მაგრამ თუკი შეგვატყობინებენ, პრობლემა არ ექნებათ“, - განმარტავს ჯანდაცვის მინისტრი.