Microsoft აშშ-ის მთავრობას უჩივის - რა ტიპის თვალთვალზე საუბრობს კორპორაცია

კომპანია Microsoft აშშ-ის მთავრობას უჩივის. კორპორაცია ითხოვს უფლებას, შეატყობინოს თავის მომხმარებლებს, როდესაც მათ ელექტრონულ ინფორმაციაზე ფედერალური სააგენტოს მხრიდან თვალთვალი ხდება.14 აპრილს შეტანილი სარჩელით, "მაიკროსოფტი" შეერთებული შტატების მთავრობას კონსტიტუციის დარღვევის გამო ედავება. როგორც კომპანია აღნიშნავს, ხელისუფლების ქმედება ეწინააღმდეგება მეოთხე შესწორებას, რომლის თანახმადაც, ინდივიდუალურ პირებსა თუ ბიზნესმენებს უფლება აქვთ იცოდნენ, როდესაც მთავრობა მათ საკუთრებას ჩხრეკს. სარჩელში ასევე საუბარია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზეც.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე