სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით აქცია იმართება

თბილისში, თამარ მეფის გამზირზე, სადგურის მოედნის მიმდებარზე ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით საპროტრესტო აქცია იმართება.

საპროტესტო აქციაში, მაღაზიის მეპატრონეები, მაღაზიებში და ბაზრობებზე დასაქმებულები მონაწილეობენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, გარე ვაჭრობა ნებარდართულია, რის გამოც ბაზარში და მაღაზიებში სავაჭროდ მოქალაქეები აღარ შედიან და პროდუქტებს ქუჩაში ყიდულობენ. მათივე თქმით, ეს მათ არათანაბარ პირობებში აყენებს, რადგან საკუთარ პროდუქციას ვეღარ ყიდიან.

მოვაჭრეები გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით ქალაქის მერთან დავით ნარმანიასთან შეხვედრას ითხოვენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.