ჩინეთის დიდი არხი – მასთან შედარებით დიდი კედელი პატარაა

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში არხების დიდი ქსელი არსებობს. გავრცელებული მოსაზრების თანახმად, მიწის სამუშაოების მსგავსი მასშტაბები კონკრეტული ქვეყნების შესაძლებლობებს, მაგალითად ვიეტნამისას ბევრად აღემატება. შესაბამისად, კითხვაზე კონკრეტული პასუხი თუ ”ვინ ააშენა?” და „რა ხელმა ააგო?“ - ჯერჯერობით არ არსებობს.

მსგავსი არხების ქსელი არსებობს უფრო დიდ ტერიტორიაზეც - ჩინეთში და არა მხოლოდ ირიგაციული დანიშნულებით, ანუ ფართობების სარწყავად. უზარმაზარი სიგრძის, სიგანისა და სიღრმის არხები სანაოსნო და გემების გადაადგილებისთვის გამოიყენება.

ჩინეთის დიდი არხი - გრანდიოზული სივრცე, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ არსებობს. იგი დაახლოებით 1800 კილომეტრზე არის გადაჭიმული, სიგრძით სუეცის არხზე 10-ჯერ, ხოლო პანამის არხზე - 20-ჯერ დიდია.

ეს არხი ქვეყნის ჩრდილოეთ მხარეს სამხრეთთან 1782 კმ სიგრძეზე აკავშირებს, განტოტებებით კი პეკინთან, ჰანჩჟოუსთან და შანხაისთან - 2470 კმ-ზე. ყველაზე ვიწრო ნაწილში, პროვინციაში შალდუნი და ჰებეი, არხის სიგანე 40 მეტრია, ყველაზე ფართო კი შანხაიში - 350 მ.

ჩინეთის დიდი კედელი პაწაწინა ნაგებობად მოგეჩვენებათ მასთან შედარებით.

ისტორიიდან ცნობილია, რომ არხს ნაწილ-ნაწილ აშენებდნენ სხვადასხვა პერიოდებში, დაწყებული ჩ.წ.ა. მე-V საუკუნიდან, მაგრამ საბოლოო იერი ჩ.წ.ა. მე-Vll საუკუნეში მიიღო, როდესაც იგი იმპერატორ იანის ხელმძღვანელობით გააფართოვეს. იმპერატორს სჭირდებოდა იანცზის რეგიონიდან ჩრდილო-დასავლეთით ბრინჯის გადაზიდვის საშუალება, რათა ჯარები და დედაქალაქი გამოეკვება.

3 მილიონ გლეხზე მეტი მუშაობდა არხის მშენებლობაზე სამხედროების დაკვირვების ქვეშ. პროექტის დასრულებას 6 წელი დასჭირდა, მაგრამ იმ დროისთვის მუშების ნახევარი შიმშილისგან და მძიმე სამუშაოებისგან დაიღუპა.

735 წლისთვის თითმის 150 მილიონი კილოგრამი ბრინჯის გადაზიდვა დაიწყო. ჩინეთის ეკონომიკის აყვავებას სხვა პროდუქტებმაც შეუწყო ხელი. ცენტრიდან ჩრდილოეთში ბრინჯი გადაჰქონდათ, აღმოსავლეთიდან - აბრეშუმი, თევზეული, სამხრეთიდან კი სპილოს ძვალი და ძვირფასი ლითონი.

როდესაც მონღოლურმა დინასტია იუანმა (127101368) ჩინეთის დედაქალაქი პეკინში გადაიტანა, იმის მოთხოვნილება, რომ არხს ქალაქებამდე კაიფენი და ლოიანი მიეღწია, გაქრა. ამიტომ ჩინეთის დიდი არხი 700 კილომეტრით შეამცირეს.

დინასტია მინის მმართველობის შუა პერიოდში (1368-1644) არხს კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა.

არხის მშენებლობამ ხელი შეუწყო უამრავი საინჟინრო ინოვაციების შექმნას. 587 წელს დინასტია სუის ინჟინერმა მსოფლიოში პირველი ბოქლომიანი ჭიშკარი გამოიგონა მდინარე ხუანხეს არხის ერთ-ერთი ნაწილისთვის. 984 წელს კი სატრანსპორტო კომისარმა პირველი ჰიდროტექნიკური ნაგებობა გამოიგონა გემებისთვის წყლის სხვადასხვა დონის მქონე ერთი ნაწილიდან მეორეში გადასასვლელად.

როდესაც რკინიგზა ხელმისაწვდომი გახდა, არხით სარგებლობა ნელ-ნელა შეწყვიტეს.

დღესდღეობით, გემების გამტარი არხით მხოლოდ ერთ ნაწილს - აღმოსავლეთის ქალაქ ჰანჩჟოუდან ჩრდილოეთის ცზინამდე - იყენებენ. ცენტრალური და სამხრეთის ნაწილები ჯერ კიდევ გამოიყენება მაღაროებიდან ნახშირის გადასაზიდად. დიდი არხის დანარჩენი ნაწილები ან ძალზედ დაბინძურებულია, ან საერთოდ დამშრალი.

დუდანა ზაქარაია