მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი გაიზარდა

ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე გაიზარდა და 2015 წლის დეკემბრის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია. დილის მონაცემებით,“ბრენტის“ ტიპის ერთი ბარელი ნავთობის ფასმა 46 დოლარი შეადგინა, რაც შეეხება WTI-ის ტიპის ნავთობს, ნიუ-იორკის ბირჟაზე, მისი ფასი 44.46 დოლარამდე გაიზარდა.

ექსპერტები ე.წ. შავ ოქროზე ფასების კიდევ მომატებასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი საგრძნობლად შემცირდა, რამაც ნავთობის ექსპორტზე დამოკიდებულ ქვეყნებს დიდი ზარალი მიაყენა.